ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციას მომდევნო 4 წლის მანძილზე გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს.

სასტუმრო რედისონში, 17 დეკემბერს გამართულ ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე გეგეშიძემ ხმის მიცემის უფლების მქონე 74 დელეგატიდან 46 ხმა მიიღო, ყოფილმა პრეზიდენტმა, ოლიმპიუირმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ კი 24, 3 ხმა ერგო კიდევ ერთ კანდიდატს – ესტატე გოგლიჩიძეს, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

სამინისტროს პრესსამსახური