ბურაქ ილმაზი ავტობუსის მძღოლს ეჩხუბა (ვიდეო)

ჩინური “ბეიცზინ გოანისა” და თურქეთის ნაკრების თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი უსიამოვნო ინციდენტის გმირად მოგვევლინა.

“ფანატიქის” ცნობით, თურქმა ფეხბურთელმა სტამბულში ავტობუსის გაჩერება დაიკავა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ძალზედ გააბრაზა. ამის შემდეგ ილმაზსა და ავტობუსის მძღოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, თუმცა ეს უკანასკნელი ფიზიკური ანგარიშსწორებისთვისაც მზად იყო და ჯოხი მოიმარჯვა. ეპიზოდის ამსახველ ვიდეომასალას აქვე გთავაზობთ.