ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გორის “დილას” უკვე ყოფილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბშიც დაგვიდასტურეს.
25 წლის საჩხერელი სპორტსმენი თავდაპირველად “ჩიხურაში” (2010-2011) გამოდიოდა. ამის შემდეგ იყო “გაგრა” (2011-2014), მარტვილის “მერანი” (2013-2014), “სამტრედია” (2014-2015). იმერული კლუბის შემდეგ ბეგაშვილი ერთი წლის მანძილზე თბილისის “დინამოშიც” იმყოფებოდა. ბოლოს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი “დილაში” ირიცხებოდა, სადაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა.