“პსჟ”-ს ლონდონის “არსენალის” და დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვალვები სურს

Canal Supporters -ი იტყობინება, რომ იულიან დრაქსლერის შეძენის შემდეგ, ამ ზამთარში “პსჟ”-ს მთავარი ორი სამიზნე ალექსის სანჩესი და იულიან ვაიგლი იქნება.

ალექსისს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ჯერჯერობით, იწერება, რომ ჩილელი ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერას დაბალი ხელფასის შემოთავაზების გამო არ აპირებს. შესაძლოა, სწორედ ამან გადააწყვეტინოს სანჩესს, რომ, სარფიანი შემოთვაზების შემთხვევაში, იანვარშივე წავიდეს პარიზულ გრანდში.

 

რაც შეეხება ვაიგლს, უნაი ემერი მას ტიაგო მოტას პოტენციურ შემცვლელად განიხილავს. იტალიელ ნახევარმცველს მომდევნო ზაფხულს ეწურება კლუბთან კონტრაქტი.

ოფიციალურად: იულიან ვაიგლმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” გაახანგრძლივა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა , იულიან ვაიგლმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 21 წლის მოთამაშე გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ვაიგლი 2015 წელს “მიუნხენ 1860”-დან გადავიდა დორტმუნდულ გრანდში. მან ამ დროის მანძილზე ყველა ტურნირზე 73 შეხვედრა ჩაატარა.