კლინტ დემპსიმ კარიერა შესაძლოა, გულის პრობლემების გამო დაასრულოს

“სიეტლ საუნდერსის” ნახევარმცველმა, კლინტ დემპსიმ კარიერა შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაასრულოს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის დირექტორი, ჰარტ ლაგერვეი ავრცელებს.

“იანვარის თვეში ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკაზე გავლენას დემპსის ჯანმრთელობის მდგომარეობაც იმოქმედებს.” – განაცხადა მან ამერიკულ მედიასთან საუბრისას.

“მალე გავიგებთ, შეძლებს თუ არა ის თამაშს და თუ შეძლებს, რა ინტენსივობით.” – დაამატა ჰარტმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელს გასულ ზაფხულს არითმია დაუდგინეს, რის შემდეგაც, მას არცერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. დემპსი დღემდე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.