Goal.Com-ი იტყობინება, რომ რომის “რომა” დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჩარლი მუსონდას იჯარით აყვანით.
ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ “ბეტისშია” განათხოვრებული. თუმცა “რომასგან” სარფიანი შემოთავაზების, ან სხვა მოტივების ქონის შემთხვევაში, “არისტოკრატებს” შეუძლიათ, სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაუბრუნონ 20 წლის სპორტსმენი და იტალიურ კლუბში გაუშვან არენდის წესით.
თავის მხრივ, “რომას” მუსონდა მუჰამედ სალაჰის შემცვლელად უნდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.