“ზესტაფონის” ვარჯიში დახურულ დარბაზში

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადებას განაგრძობს. ზემო იმერეთში უხვად მოსული თოვლის გამო დღეს ფეხბურთელებმა საფეხბურთო მოედნის მწვანე საფარიდან დახურულ დარბაზში გადაინაცვლეს.

უნდა ითქვას, რომ უამინდობის გამო გუშინ დილით დაგეგმილი ვარჯიში ჩაიშალა, ხოლო საღამოს გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევის მიზნით, დახმარებისათვის კლუბმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და ქალაქის ახლადგახსნილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექციას მიმართა.

ზემოთნახესენები სტრუქტურების მიერ გაწეული ქმედითი დახმარების წყალობით, დღეს დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის ვარჯიში ქალაქ ზესტაფონის ახლადგარემონტებული სპორტის სასახლის დარბაზში გაიმართა. ფეხბურთელთა მიერ ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსის შესრულებისა და მათი სათანადო “გახურების” შემდეგ. სპორტული ცენტრის დარბაზში მყოფმა ფეხბურთის მოყვარულებმა პარკეტზე გაჩაღებული რამდენიმე ძალიან საინტერესო მინისაფეხბურთო მატჩი იხილეს.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC03708

DSC03711

DSC03729

DSC03761

DSC03778

DSC03788

DSC03819

DSC03848

DSC03934

DSC03942

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური