“პსჟ” “ფიორენტინას” ახალგაზრდა შემტევის შეძენას აპირებს

TalkSport-ი იტყობინება, რომ “პსჟ” სერიოზულადაა დაინტერესებული “ფიორენტინას” 22 წლის ფეხბურთელით, ფედერიკო ბერნარდესკით.

პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას შემტევის თაობაზე. მათ გარდა, ბერნარდესკიზე პრეტენზიას “ჩელსი” და “მანჩესტერ იუანიტედი” აცხადებენ.

 

ბერნანდესკი 2012 წლიდან გამოდის “ფიორენტინაში”. იგი 2013-2014 წლებში “კროტონეში” იყო განათხოვრებული. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, სერია ა-ს 18 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი, ამ გუნდის მაისურით 79 თამაშში 19 გოლი აქვს შეგდებული. ფედერიკომ იტალიის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა.