28 დეკემბერს პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “საუთჰემპტონი” და ლონდონის “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში, მე-2 წუთზე ვან დიკმა გახსნა ანგარიში და მასპინძლები დააწინაურა. მე-19-ზე დელე ალიმ “ტოტენჰემის” ჩამორჩენა აღმოფხვრა.
მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ჰარი კეინმა წინ გაიყვანა სპურსები. ხოლო, 85-ე და 87-ე წუთებზე სონმა და ალიმ შეძლეს თავის გამოჩენა საბოლოოდ, “ტოტენჰემმა” ანგარიშით, 4-1 იმარჯვა და 18 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-5 ადგილზეა. რაც შეეხებათ “წმინდანებს”, ისინი 24 ქულით მე-8 პოზიციას სჯერდებიან.