დეპაიმ “ტულუზას” გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში “ლიონსა” და “ტულუზას” შორის გამართულ მატჩში (4:0) მასპინძელთა თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ბურთი მინდვრის შუაგულში მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიტოვა და მოულოდნელად კარში დაარტყა. ბურთი წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადააფრინდა და კარში ჩაეშვა.

დეპაი ჩილიმის მოწევის დროს გამოიჭირეს (ფოტოები)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მემფის დეპაი პაპარაცებმა ჩილიმის მოწევის დროს დააფიქსირეს.

ბრიტანული “სანის” ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი როტერდამის ერთ-ერთ ბარში ამსტერდამის “აიაქსის” მონაწილეობით გამართული მატჩის ტრანსლაციას ადევნებდა თვალყურს და თან ჩილიმს ეწეოდა. დეპაის ერთი მამაკაცი და სამი გოგო ახლდა. წყაროს თანახმად, ამ ბარში ჰოლანდიელი ნახევარმცველი არაერთხელ შეუნიშნავთ ჩილიმის მოწევის დროს.

აღნიშნული შემთხვევის გამო მემფის დეპაისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა შესაძლოა, გაუარესდეს.