მაქსი როდრიგესი: “სიმეონეს ძეგლი უნდა დაუდგან”

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ნახევარმცველი, მაქსი როდრიგესი თვლის, რომ მადრიდელებმა ძეგლი უნდა დაუდგან “როხიბლანკოს” თავკაცს, დიეგო სიმეონეს მის მიერ გუნდისთვის გაწეული სამუშაოს აღსანიშნავად.

“სიმეონეს ძეგლი უნდა დაუდგან, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.” – განაცხადა 35 წლის მაქსიმ, რომელიც “ვისენტე კალდერონზე” 2005-დან 2010-წლამდე ასპარეზობდა.

“როდესაც “ატლეტიკოში” ვიყავი, მაშინ გუნდს რაღაც მაინც აკლდა. “ჩოლოსთან” ერთად, “ატლეტიკომ” წინ დიდი ნაბიჯები გადადგა.

წლების წინ “ატლეტიკო” უბრალოდ კარგი გუნდი იყო, მიძინებული გიგანტი. სიმეონესნაირი ტაქტიკოსის წყალობით კი, “როხიბლანკო” ახლა არც “ბარსელონას” და არც “რეალს” არ უდებს ტოლს.” – დაამატა მან.