ჩინელები მზად არიან, ბროზოვიჩისთვის 50 მილიონი ევრო გაიღონ

“ინტერის” ხელმძღვანელებმა მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე პირველი ოფიციალური შემოთავაზება ჩინური კლუბისგან მიიღეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა CalcioMercato ავრცელებს.

როგორც იცით, ხორვატმა ნახევარმცველმა, რომელიც 2015 წელს გადაბარგდა იტალიაში ზაგრების “დინამოდან” (7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ) ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი მილანურ კლუბთან (2021 წლამდე).

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის საანცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11-ჯერ მოახერხა “ინტერის” ღირსების დაცვა და სამჯერ გოლიც კი გაიტანა, ჩინელები მზად არიან “ნერაძურის” 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.