პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, 5 იანვარს ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდება. “სპურსები” შეეცდებიან, რომ ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდის 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულონ.
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 44 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ნახსენებ შეხვედრაში პრემიერ ლიგის დანარჩენ კლუბებს მისი გუნდის წარმატება სურთ.
“ჩელსი” საოცარ ფორმაშია. თუმცა, ბოლო შეხვედრებში ჩვენც შესანიშნავად ვასპარეზობთ. რთული შეხვერდა იქნება. ძალიან კარგი და დროული შანსი მოგვეცა იმისათვის, რომ მეტოქის წარმატებული სერია შევწყვიტოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ.”
“ვფიქრობ, ჩემპიონატის ყველა დანარჩენ გუნდს სურს, რომ “ჩელსი” დავამარცხოთ.”
“წინ დიდი გამოწვევაა. გვინდა, რომ სეზონის ბოლოს ოთხ საუეთესო გუნდს შორის ვიყოთ,” – განაცხადა არგენტინელმა მწვრთნელმა.