“მილანი” რონალდუს ტრანსფერზე დაფიქრდა
“მილანის” გენერალურმა დირექტორმა, მარკო ფასონემ და მასიმო მირაბელიმ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავის, კრიშტიან რონალდუს აგენტთან გამართეს შეხვედრა. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “როსონერის” ხელმძღვანელებმა შეხვედრისას კრიშტიანუს გარშემო არსებულ სიტუაციასთან ერთად თავად ფეხბურთელის სურვილებიც განიხილეს.
“ინტერი” პერიშიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პერიშიჩს “ოლდ ტრაფორდზე” უნდა გადასვლა, ყურადღებას არ აქცევენ და მას უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი.
Mediaset Premium-ის ცნობით, “ნერაძურის” “წითელმა ეშმაკებმა” ტრანსფერში ანტონი მარსიალის ჩართვაც შესთავაზეს, მაგრამ იტალიელები მაინც უარზე არიან.
“იუნაიტედი” ფორსბერგისთვის 50 მილიონს ამზადებს
გერმანლი “ლაიფციგის” ერთ-ერთი ლიდერი, ემილ ფორსბერგი “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელთა ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკები” მას პერიშიჩის ალტერნატივად განიხილავენ.
Goal-ის ცნობით, ინგლისელები გერმანელებს 25 წლის ფორსბერგის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს სთავაზობენ. შვეიცარიელმა გასული სეზონის 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კოუტინიომ კლოპს “ლივერპულიდან” გაშვება სთხოვა
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ “წითლების” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს გუნდიდან გაშვება სთხოვა. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელით ყველაზე მეტად “ბარსელონაა” დაინტერესებული. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ გუნდსა და კოუტინიოს შორის უკვე შეთანხმებაც მიღწეულია.
“არსენალი” სერის ტრანსფერს უმიზნებს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ფრანგული ლიგა 1-დან კიდევ ერთი ფეხბურთელსი, ჟან მიშელ სერის წამოყვანას აპირებენ. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, სერის სანაცვლოდ უკვე შესთავაზა “სუონსიმ” “ნიცას” 17 მილიონი ევრო მაგრამ უარი მიიღო. ამ ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “ტოტენჰემიც” გამოთქვამს.