სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანური “დეპორტივოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, რაიან ბაბელი თურქულ “ბეშიქთაშში” გადავიდა.
30 წლის შემტევი პრიმერა დივიზიონის გუნდში ზაფხულში ჩაირიცხა, სადაც 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მცირეხნიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი, ბაბელი “ბეშიქთაშში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მან 2.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელს სხვადასხვა დროს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორიცაა: “აიაქსი”, “ლივერპული”, “ჰოფენჰაიმი”, “აიაქსი”, “ქასიმფაშა”, “ალ აინი” და ნახსენები “დეპორტივო”.