ოფიციალურად: “სუონსის” კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელი ჩაიბარებს

“სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა უელსური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოლ კლემენტი დანიშნეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტიც ადასტურებს.

პოლ კლემენტი, რომელმაც “სუონსიში” ბობ ბრედლი უნდა ჩაანაცვლოს, “კრისტალ პალასსა” და “სუონსის” შორის სამშაბათს გასამართ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ტრიბუნებიდან დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს “სუონსთან” რაიან გიგზი და ქრის კოულმენიც დააკავშირეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, უელსელებმა არჩევანი კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელზე გააკეთეს, რომელმაც კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.