ინგლისური გამოცემა, Non-League Paper-ი იტყობინება, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ლონოდნის “არსენალის” სამიზნე ინგლისური “ჰედნესფორდ თაუნის” მცველი, კოჰენ ბრემოლია.
ირკვევა, რომ კლუბებს შორის 20 წლის სპორტსმენის თაობაზე უკვე მოხდა მოლაპარაკება და საქმის დასრულებას, მხოლოდ და მხოლოდ, კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია. მარცხენა მცველი, სავარაუდოდ, 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან.