ჩავის თანაგუნდელმა გოლი შორეული ჯარიმით გაიტანა (ვიდეო)

“ალ სადისა” და ყატარის ნაკრების მცველმა იბრაჰიმ მაჯიდმა საჯარიმო დარტყმა 35 მეტრის მანძილიდან შეასრულა და გოლი გაიტანა. სწორედ ამ ულამაზესი ბურთის წყალობით დაამარცხმა “ალ სადმა” “ალ ხარიტიათი” (1:0). შეგახსენებთ, რომ “ალ სადის” ღირსებას “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი იცავს, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა.