მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულმა “ვოლფსბურგბა” იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ში 30 მილიონ ფუნტად გაყიდა.
ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ბუნდესლიგის კლუბმა დრაქსლერის შემცვლელი შეიძინა. საქმე ეხება 24 წლის ნახევარმცველს, იუნუს მალის, რომელიც 2011 წლიდან “მაინცში” ირიცხებოდა. ეს მოთამაშე ყოველ წელს, უფრო და უფრო, იზრდება. მან შარშან ბუნდესლიგაში 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ხოლო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, 16 თამაშში 6-ჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება.
მალიში “ვოლსფბურგმა” 12.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 24 წლსი სპორტსმენი გერმანულ გუნდში ათნომრიან ფორმას მიიღებს.