“ვესტ ჰემსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მატჩში მოედანზე “ადამიანი-ობობა” შეიჭრა (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ ეტაპზე “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ორი ქომაგი შეიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთს “ადამიანი-ობობას” ფორმა ემოსა.

ინციდენტი შეხვედრის მიწურულს მოხდა. მოედანზე შეჭრილმა ფანებმა პირველ ტაიმში მომხდარი ეპიზოდი განასახიერეს, როდესაც საჯარიმო მოედანზე თამაშის წესის დარღვევისთვის მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საბოლოო ჯამში, სტიუარდებმა მათი დაჭერა შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “მანჩესტერ სიტის” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.