მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ადრიან რამოსს დორტმუნდის “ბორუსიაში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. იგი იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, რამოსი ნახევარწლიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა.
დორტმუნდელების ოფიციალური გევრდი იტყობინება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, არენდის პერიოდის დასრულების შემდეგ, ივნისში ჩინურ “ჩონგქინგ ლიფანში” გადავა. 31 წლის სპორტსმენი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.
უცნობია, რა თანხა გადაიხადეს აზიელებმა რამოსში.
შეგახსენებთ, რომ ადრიანმა საფეხბურთო კარიერა საკუთარი ქვეყნის კლუბ “ამერიკაში” დაიწყო. ორი წლის შემდეგ, ბერლინის “ჰერტაში” გადავიდა და იქ ხუთი სეზონი გაატარა. წარმატებული ასპარეზობის შედმეგ კი, იგი დორტმუნდულ კლუბს შეუერთდა.