კასპერ შმეიხელი “ლესტერს” ტოვებს

“ლესტერ სიტის” კიპერმა კასპერ შმეიხელმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ 35 წლის დანიელი კიპერი კარიერას “ნიცაში” გააგრძელებს.

ფრანგები ვალტერ ბენიტესის გაყიდვის შემდეგ ახალი მეკარის ძიებაში არიან და არჩევანი შმეიხელზე შეაჩერეს. თავის მხრივ, ტრანსფერი იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ “მელიები” დანიელი კიპერის შემცვლელის პოვნას. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ კასპერ შმეიხელი 2015-2016 წლების სეზონში “ლესტერთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.

“რეალი” კასპერ შმეიხელით დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” “ლესტერ სიტის” კიპერ კასპერ შმეიხელით დაინტერესდა.

“სამეფო კლუბის” მესვეურები კეილორ ნავასის შემცვლელის გამალებულ ძიებაში არიან. კოსტა რიკელმა მეკარემ მომდევნო სეზონში, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს და გუნდის მეორე კიპერად მოგვევლინოს.

მისი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურებს შორის კასპერ შმეიხელიც ფიგურირებს. “რეალის” სელექციონერებმა დანიელ მეკარეს ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მიაქციეს.

ცნობისთვის, კასპერ შმეიხელსა და “ლესტერ სიტის” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე კასპერ შმეიხელმა რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლესტერ სიტისა” და “სევილიას” შორის გამართული საპასუხო მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის მე-80 წუთზე “ლესტერის” კიპერმა კასპერ შმეიხელმა სტივენ ნზონზის პენალტი აუღო. შეგახსენებთ, რომ დანიელმა მეკარემ წყვილის პირველ შეხვედრაშიც მოახერხა თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება, მაშინ მან ხოაკინ კორეას არ გაატანინა.

ამრიგად, კასპერ შმეიხელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ორმატჩიანი დაპირისპირების ორივე შეხვედრაში მოახერხა პენალტის მოგერიება.

კასპერ შმეიხელმა დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო (ფოტო)

“ლესტერ სიტის” მეკარე კასპერ შმეიხელი დანიის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დანიელმა გოლკიპერმა სპეციალური ჯილდო მიიღო. 30 წლის მეკარე ქვეყნის წლის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს. კასპერ შმეიხელის მამა პეტერ შმეიხელი კარიერის განმავლობაში წლის საუკეთესო დანიელ ფეხბურთელად სამჯერ დასახელდა (1990, 1993 და 1999 წლებში).