ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

ცერემონაიზე ერთ-ერთი ნომინაცია წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდო იყო. ამ წოდებისთვის სამი ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.