THE BEST: ირანის ნაკრების პორტუგალიელმა თავკაცმა პირველ ადგილზე მესი გაამწესა

ირანის ნაკრების პორტუგალიელმა თავკაცმა კარლუშ კეირუშმა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გაამწესა, კრიშტიანუ რონალდუს მეორე პოზიცია მიაკუთვნა, მესამეზე კი ლუის სუარესი გაიყვანა. კეირუშის ამ არჩევანმა პორტუგალიელი გულშემატკივრების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც 63 წლის სპეციალისტმა განმარტება გააკეთა.

“ირანის ნაკრების თავკაცი გადაწყვეტილებას ადგილობრივ ჩემპიონატში მომუშავე 16 მწვრთნელთან ერთად იღებს”, – ციტირებს კეირუშის სიტყვებს “ასი”.

შეგახსენებთ, რომ კარლუშ კეირუში პორტუგალიის ნაკრებს 1991–1993 და 2008–2010 წლებში თავკაცობდა.