მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” 2013 წელს მივიდა. იქიდან მოყოლებული, გერმანელი ფეხბურთელი ტიპიური “ათიანია”, თუმცა 11-ნომრიან მასიურს ატარებს. 10-ნომრიანი ფორმა აქამდე ჯეკ უილშირს ეცვა, რომელიც წელს “ბორნმუთშია” განათხოვრებული.
ერთ-ერთ ინტერვიუში ოზილს ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს, რომელზეც თურქული ფესვების მქონე მოთამაშემ საინტერესო პასუხი გასცა.
“რაც უილშირი წავიდა, ათნომრიანი მაისური თავისუფალია. თუმცა, ჯერ მაინც არ მაძლევენ მისი ჩაცმის საშუალებას. დიახ, მე ნამდვილად მსურს მეცვას აღნიშნულნორმიანი ფორმა,” – განაცხადა 28 წლის ფლეიმეიქერმა.