12 იანვარს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგები გამოქვეყნდა. ამჟამინდელი შედეგების თანახმად, ზაზა ფაჩულიას 823 376 ხმა აქვს და კვლავაც მეორე ადგილზე იმყოფება. “საკრამენტო კინგსის” ცენტრი, დემარკუს კაზენსი 379 225 ხმით მე-6 პოზიციაზეა.
შედეგებს კაზენსის კლუბის, “საკრამენტო კინგსის” ოფიციალური გვერდი (Twitter) გამოეხმაურა.
.@warriors DeMarcus Cousins #NBAVote pic.twitter.com/zGzleCQTjn
— Sacramento Kings (@SacramentoKings) January 12, 2017
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტსა” და “საკრამენტო კინგსს” შორის გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.