გუშინ 2005 წელს დაბადებულს მოზარდთა შორის ვარკეთილის ღია პირველობის ფინალური და ნახევარფინალური დაპირსიპირებები გაიამრთა. ტურნირში სამგორის რაიონის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გრანდისა და ბასკის ჭაბუკები დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ბასკის გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
გიორგი გოგიჩაშვილი (ტურნირის ორგანიზატორი და გრანდის მთავარი მწვრთნელი): “ამ ტურნირს უკვე მეორე წელია ვატარებთ და სისტემატური სახის მიცემას ვაპირებთ. გვინდა, რომ მომავალ წელს გათამაშება საერთაშორისო გავხადოთ და რამდენიმე სომხური და აზერბაიჯანული, ასევე მოლდოვური საფეხბურთო სკოლა მოვწვიოთ”.