კონორ მაკგრეგორი დააპატიმრეს (ვიდეო)

მაიამის პოლიციამ MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ფანთან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიელი სპორტსმენი მაიამის ერთ-ერთ ღამის კლუბს გამთენიისას, 05:00 საათზე ტოვებდა. ამ დროს 22 წლის აჰმედ აბდირზაკმა მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, მაკგრეგორმა კი მას ხელში ჩაარტყა და ტელეფონი ძირს დააგდებინა. კონორმა ტელეფონი აიღო და ის იმ სასტუმროში წაიღო, რომელშიც დაბინავებული იყო. დაზარალებულის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.

მაიამის პოლიციამ მაკგრეგორი 05:56 საათზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სახით გადახდილი 12500 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კონორ მაკგრეგორი საპატიმროს ტოვებს

მაკგრეგორი: “ჩემი მიზანია, რონალდუზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გავხდე”

Forbes-ის რეიტინგით, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. თუმცა, ცნობილ მოკრივეს, კონორ მაკგრეგორს განძრახული აქვს, რომ 32 წლის ფეხბურთელს ამ მხრივ აჯობოს.

“ახლა, ამაზე მხოლოდ ვოცნებობ. ჩემმა ბიუჯეტმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწიოს, ეს შესანიშნავი იქნება. წინა წლის მონაცემებით, რონალდუ პირველი იყო, მე კი – 24-ე. მაშინ, 34 მილიონი დოლარი მქონდა,” – აცხადებს მაკგრეგორი, რომელმაც მეივეზერთან ტექნიკური ნოკაუტით წაგებულ ბრძოლის შემდეგ 140 მილიონი დოლარი მიიღო.

“მომავალ წელს, თუ Forbes-ი იმავე რეიტინგს შეადგენს, ფლოიდი პირველი, მე მეორე, ხოლო, რონალდუ მესამე იქნება. ხოლო, რამდენიმე წელში კი, შემიძლია, მეივეზერსაც გადავასწრო და ყველაზე დიდი ბიუჯეტი მქონდეს,” – აცხადებს კონორი.

როგორ გამოიყურება კონორ მაკგრეგორის და (ფოტოები)

1

2

3

4

5

6