“რეალს” ეს 2013 წლის შემდეგ პირველად მოუვიდა

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალურ ეტაპზე “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში “სამეფო კლუბის” მცველმა დანილომ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

“რეალს” ავტოგოლი უკანასკნელად 2013 წლის 5 მარტს ჰქონდა გატანილი, როცა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში “ოლდ .ტრაფორდზე” ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა მაშინ მადრიდელებმა 2:1 იმარჯვეს და მომდევნო რაუნდზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

“სევილიასა” და “რეალს” შორის დღეს გამართული შეხვედრა ანგარიშით 3:3 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა 6:3 იმარჯვეს და მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.