ოფიციალურად: გრანიტ ჯაკამ “არსენალთან” გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც “მეთოფეთა განცხადებიდან ვკითხულობთ, შვეიცარიელმა “ხანგრძლივ დროიანი” ხელშეკრულება გააფორმა. ხოლო, ხელფასის დეტალზე არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშე 2016 წელს მიუნხენგლადბახის “ბორუსიადან” შეუერთდა “არსენალს”. მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 38-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადიანაც 37 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო.

კარიკატურა: რის გამო დარჩა ემერი ნაწყენი “არსენალში”?

უნაი მერიმ, “პსჟ”-ს დატოვების შემდეგ, ლონდონის “არსელს” მიაშურა. ესპანელი სპეციალისტი ისე განებივრებული ვეღარ იქნება ფეხბურთელების ყიდვის მხრივ, როგორც პარიზში იყო. ამაზე ომარ მომანი გვთავაზობს ვიდეოს.

 

 

 

ჯონ ტერი: “იმედია, ამ სეზონში თამაში არ მომიწევს”

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა, ჯონ ტერიმ გასულ სეზონში კლუბთან ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 36 წლის ფეხბურთელმა აგვისტოში პრემიერ ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს მან “ლურჯების” მაისური 5 ნოემბერს, “ევერტონის” განდაგურების (5:0) დღეს მოირგო. საბოლოოდ, კი ამ სეზონში ტერის ანგარიშზე 5 შეხვედრაა.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ჯონი საერთოდ არ წუხს და აცხადებს, რომ მისთვის გუნდის წარმატებაა უფრო მნიშვნელოვანი.

“კონტემ ბიჭები სწორი გზით წაიყვანა. ის “ჩელსის” შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთს ათამაშებს და შედეგიც სახეზეა.”

“სეზონის თავში 4 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დავიწე. ამის შემდეგ დაზიანება მივიღე და გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო “არსენალსა” და “ლივერპულთან”. კონტე ჩემთან მოვიდა და მკითხა: “მალე დაბრუნდები?” კიდევ კარგი, გუნდმა ჩემს გარეშეც განაგრძო კარგად თამაში. ამის შემდეგ 13 შეხვედრა მოვიგეთ და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მე არ მითამაშია.”

“რა თქმა უნდ, რთულია, როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და იქიდან ადევნებ შენი გუნდის წარმატებას თვალს. გინდა, ამ ყევლაფრის მონაწილე გახდე. ჰოდა, ანტონიოც რამდენიმე დღეში ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: “მისმინე, შენ ძირითადში ვეღარ დაბრუნდები. ბიჭები ისე თამაშობენ, გეგონება ფრინავენ. ეს თერთმეტეული იდეალურია.”

“იმ პერიოდის შემდეგ “ჩელსი” მართლაც “ფრინავს”. იმედი მაქვს, ისეთი ცუდი სიტუაცია აღარ შეიქმნება, რომ მათ ჩემი დახმარება დასჭირდეთ,” – განაცხადა ტერიმ.

არსენ ვენგერი: “ოზილმა მეტი გოლი უნდა გაიტანოს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

“მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ თურქ-გერმანელი სპორტსმენისგან კიდევ უფრო მეტს მოელის. ფრანგ სპეციალისტს უნდა, ოზილმა უფრო ბევრი გოლი გაიტანოს.

“მესუთი იდეალური ფეხბურთელია. თუმცა, ის ასპექტი, რომელშიც მისი გაუმჯობესება მინდა, გოლების გატანაა.”

“ვგრძნობ, რომ ოზილი სწორი გზით ვითარდება, თუმცა ამ დონის ტალანტს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მისგან უფრო და უფრო მეტს მოელიან.”

“როცა მესუთის თამაშს უყურებ, ფიქრობ, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ, მუდამ ამბობ: “მიდი რა, გვაჩვენე უფრო მეტი.”

“ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, რომლებიც ყოველ დღე განვითარებას ვცდილობთ. მთავარია, გავაანალიზოთ, რომ ცხოვრებაში მეტი გვსურს. ამის შემდეგ უნდა მოვძებნოთ მეტის მიღწევის გზა და მივყვეთ მას,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.