ლადო ბურდულმა “სიონის” გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა

ბოლნისის “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა დაკავებული პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ “სიონმა” გარდამავალი ჩემპიონატის პლეი-აუტში ქობულეთის “შუქურასთან” ორმატჩიანი დაპირისპირება დათმო და უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწია. ეს გახდა კლუბიდან ბურდულის წასვლის მიზეზი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს “სიონის” გენერალური დირექტორის პოსტს.