ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” “ჰოფენჰაიმის” ორი ფეხბურთელი გაიფორმა

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ გუნდმა მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე “ჰოფენჰაიმის” ორი ფეხბურთელი, სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე გაიფრომა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოთამაშეები 2017 წლის 1 ივლისიდან გადავლენ ბავარიულ გუნდში.

რუდის ზანსჰაიმურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და, შესაბამისად, იგი და თავისუფალი აგენტის სტატუსით მივა “ბაიერნში”. 26 წლის ნახევარმცელმა სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი.

მეორე ფეხბურთელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკლას ზიულეა. უცნობია, რა თანხა გადაიხადა “რეკორდმაისტერმა” 21 წლის ცენტრალურ მცველში. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.