ევროპის ტოპ-5 ლიგაში დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი კლუბია

ევროპის წამყვან ხუთ ეროვნულ ლიგაში გერმანული “ჰოფენჰაიმი” ერთადერთი კლუბია, რომელიც მიმდიანრე სეზონში ჯერ არ დამარცხებულა. “ჰოფენჰაიმმა” ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გამარჯვება მოიპოვა, ათჯერ კი ფრედ ითამაშა. გუნდს სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია უკავია.

ბოლო კლუბი, რომელიც “ჰოფენჰაიმს” კონკურენციას უწევდა, მადრიდის “რეალი” გახლდათ, რომელიც კვირას, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-18 ტურში “სევილიასთან” ანგარიშით 2:1 დამარცხდა.