კიელინი: “პოგბა ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ აღიარა, რომ იტალიელ ჩემპიონთა რიგებში პოლ პოგბას არყოფნა იგრძნობა, რომელიც ზაფხულში “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა.

“გასულ წელს, ნახევარდაცვაში ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, როგორიც პოგბაა. ის ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი, იუსეინ ბოლტია.

შარშან პოგბას დახმარებით ერთ კონკრეტულ სტრატეგიას ვიყენებდით, წელს კი ცვლილებების გაკეთება აუცილებელი იყო. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რათა გამოსავალი რაც შეიძლება მალე იპოვოს.

არც იდიოტები ვართ და არც კლოუნები. ბევრ შანსს ვკარგავთ, რაც უნდა გამოსწორდეს.” – განაცხადა მან.