ლონდონური “ვესტ ჰემის” ექს-თავდამსხმელი, ველინგტონ პაულისტა ბრაზილიური “შაპეკოენსეს” ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის კლუბში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ველინგტონმა ბრიტანეთის უმაღლესი დივიზიონის მკვიდრ “ვესტ ჰემში” ექვსი თვე დაჰყო (2013 წლის იანვრიდან).
“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო და გუნდს დავეხმარო. “შაპეკოენსეს” მაისურის ტარება ჩემთვის უდიდესი პატივია.” – განაცხადა მან.
როგორც იცით, გასულ წელს, ბრაზილიური კლუბის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რამაც კლუბის 19 ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ, გუნდში 23 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა.