იტალიის ნაკრები შესაძლოა, მაინც მოხვდეს 2018 წლის მუნდიალზე

პერუში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურმა მოვლენებმა შესაძლოა, იტალიის ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედოს და “სკუადრა აძურამ” დიდი ტანჯვის შემდეგ, მაინც შეძლოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება.

პერუელ მაღალჩინოსნებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკოსებს პერუს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება მიეცეს, რაც ფიფას რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, Libero ირწმუნება, რომ ამ მოვლენებმა შესაძლოა, პერუს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა გამოიწვიოს.

თუ პერუს მუნდიალზე თამაშის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა, მისი ადგილი იტალიის, ჰონდურასის, საბერძნეთის, ირლანდიის, ან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა დაიკავოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩევა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის შემცვლელი.

მესი: “სამპაოლი გადაწყვეტს, მსოფლიო ჩემპიონატზე რომელი თავდამსხმელი ითამაშებს ძირითადში”

არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე კუნ აგუერომ გაიტანა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ლიონელ მესი ესაუბრა. “ბარსას” სუპერვარსკვლავმა ნაკრებში, ფორვარდის რგოლზე გაამახვილა ყურადღება.

“კუნი, პიპა, მაურო, ეს სამი განსხვავებული და სხვადასხვა მხრივ მნიშვნელოვანია თავდამსხმელია. სამივე მათგანს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისთვის. მწვრთნელი გადაწყვეტს, რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.”

“რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველ ტაიმში მშვიდად ვითამაშეთ. ახლა ისე სწრაფად არ ვუტევდით, როგორც ამას ვენესუელასთან და პერუსთან ვაკეთებდით. როცა შანსები გვექმნებოდა, მაინც არ ვავლენდით დიდ აგრესიას და წყნარად ვმოქმედებდით. აქ გამოჩნდა ის განსხვვავება, რომელიც საკვალიფიკაციო და მუნდიალისთვის მოსამზადებელ დაპირისპირებებს შორისაა,” – აცხადებს ლეო.

დიდიე დროგბა სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა

დიდიე დროგბამ “ლივერპულისა” და ეგვიპტის საფეხბურთო ნარკების თავდამსხმელს, მუჰამედ სალაჰს შეაქო, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგვიპტელი გულშემატკივრების გული გაახარა და თავისი ნაკრები 28 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა მუნდიალზე.

სალაჰის მიერ 95′-ე წუთზე გატანილმა გამარჯვების გოლმა ლონდონის “ჩელსის” მეფეს კოტ-დიუვარელთა 2006 წლის წარმატება გაახსენა, როდესაც მათაც შეძლეს ამ ტურნირზე თავიანთი სათქმელის თქმა.

ეგვიპტელთა წარმატებას დროგბა ამგვარად გამოეხმაურა: “ჩემი ძმით ვამაყობ (@22mosalah). შენ ნაკრების ნამდვილი ლიდერი გახდი. ეს 2006 წლის კოტდიუვარს მახსენებს…”

ტაბარესი: “მსოფლიო ჩეპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ოსკარ ტაბარესმა არგენტინელთა ლიდერზე, ლეო მესიზე ისაუბრა, რომლის ნაკრებიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.

“ფეხბურთის ისტორიას ბევრი ისეთი ლეგენდა ახსოვს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს მოპოვებული, თუმცა ამით მათი სახელი არ კნინდება. იგივე მდგომარეობაა მესის შემთხვევაშიც.

განსხვავება ისაა, რომ მესი ჯერ კიდევ თამაშობს და არავინ იცის, რა მოხდება. მათ ჯერ კიდევ აქვთ მუნდიალზე გასვლის შანსი და თუ ეს შეძლეს, რუსეთში ფავორიტების სტატუსით ჩავლენ.

ყოველ შემთხვევაში, ეს გუნდური სპორტია და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს, მას თანაგუნდელებისგან სათანადო მხარდაჭერა სჭირდება,” – აცხადებს ტაბარესი.

რობენი მსოფლიო ჩემპიონატზე: “ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია”

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, არიენ რობენი უარს ამბობს უსაფუძვლო ოცნებებზე და აღიარებს, რომ ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

“ძალიან მტკივნეულია, ეს ამ სპორტის ყველაზე ნეგატიური მხარეა. შვედეთის შედეგის შემდეგ, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. ბელარუსს 8-0-ს ვერ მოვუგებდით და ვერც შვედეთს მოვუგებთ მსგავსი ანგარიშით.

როდესაც გავიგეთ, რომ შვედეთმა ასეთი ანგარიშით (8-0) მოიგო, დიდი დარტყმა მივიღეთ. ვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, ახლა კი ყველაფერი დასრულებულია,”- აცხადებს რობენი.

საქმე ისაა, რომ შვედეთმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის მატჩში რვა გოლი გაუტანა ლუქსემბურგის ნაკრებს, რითიც თითქმის გაინაღდა ჯგუფში მეორე ადგილი. ბოლო ტურში შვედეთი ჰოლანდიელებს გასვლაზე უნდა დაუპირისპირდეს. “ნარინჯისფრები” რუსეთის საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებენ, თუ შვედებს 7-1 ან უფრო დიდი ანგარიშით მოუგებენ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა. სადებიუტო ვარკიში ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე შედგა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საკლუბო მატჩების გამო გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან და სავარჯიშო პროცესში 29 აგვისტოს ჩაერთვებიან. ტრავმის გამო  დღევანდელი ვარჯიში ჯიმი ტაბიძემ და გიორგი ლორიამ გამოტოვეს. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ნაკრებთან ერთად დღეს პირველი სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხვალიდან სავარჯიშო პროცესში თბილისის “დინამოს” წევრი ნუკრი რევიშვილიც ჩაერთვება.

29 აგვისტოს ეროვნული გუნდი ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

გაგაცნობთ ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობას

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში,აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

Gff.Ge

2016 წელს ფიფას დანაკარგმა 300 მილიონი ფუნტი შეადგინა

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ფიფამ 2016 წელს დაახლოებით 300 მილიონი ფუნტის ზარალი განიცადა და 2017-ში ექსპერტები ამ რიცხვის 400 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალს პოზიტიურად უყურებს და 2018 წელს, ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალიდან 4 წლის შემდეგ, 80 მილიონიან მოგებას ელიან.

აღსანიშნავია, რომ ფიფას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების გამო, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საფეხბურთო ორგანიზაციამ ადვოკატებს გასულ წელს 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ასევე დიდ, უაზრო დანახარჯად ითვლება ზეპ ბლატერის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ციურიხში აშენებულ სასტუმროებსა და მუზეუმში მის სხვა ახირებებთან ერთად.

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ შედეგების გაანალიზებასა და შესაფერისი დასკვნების გამოტანას უახლოეს მომავალში აპირებს.

ჯანი ინფანტინო: “ფედერაციები მხარს მიჭერენ”

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის, FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ფორმატში შესაძლო ცვლილებების შეტანაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა 32-ის ნაცვლად 40-მა ან 48 გუნდმა უნდა მიიღოს.

“კვლავ მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების ოდენობა 32-ზე მეტი გავხადო.

ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიზრდება, ვეცდებით რაოდენობა 40-მდე ან 48-მდე გავზარდოთ. 48 გუნდიანი მუნდიალიც სწორედ იმ დროს წაიღებს, რამდენიც ამჟამინდელი.

ფედერაციები მხარს მიჭერენ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდისკენ არიან.” – განაცხადა მან.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ელჩი – ვიქტორია ლოპირევა (ფოტოები)

რუსი მოდელი, ვიქტორია ლოპირევა 2016 წლეს მის რუსეთი გახდა. საგულსიხმოა, რომ სწორედ ის იქნება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ელჩი.

იხილეთ ფოტოები

 

პრევიუ: საქართველო – ავსტრია

4 სექტემბერს სტარტს იღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი. საქართველოს ნაკრები ახალი იმედებითა და მიზნებით ხვდება ამ საკვალიფიკაციო ეტაპს. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს გამართავს “დინამო არენაზე”. ქართველების მეტოქე ავსტრია იქნება…

საქართველო – ავსტრია

მოედანი: “დინამო არენა”, თბილისი

დაწყების დრო: 5 სექტემბერი, 20:00

შეხვედრის მთავარი არბიტრი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსია)

საქართველოს ნაკრებისთვის გასული ზაფხული წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ რამდენიმე მოთამაშე შედარებით მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადავიდა. მაგალითად, ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” გადაბარგდა, ვაკო ყაზაიშვილი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აბურჯანიაც, რომელიც ანდალუსიურ “სევილიას” შეუერთდა. კიდევ ერთ სპორტსმენს შეეძლო ქართველი გულშემატკივრების გულის გახარება – ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკთან” ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. ასევე, კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიგა 2-ში მოასპარეზე “რეიმსში” დარჩა. მოკლედ, ნაკრების წევრების ნაწილში არის კარიერული წინსვლა და წარმატებები, ნაწილში კი არის პრობლემები.

გუნდში არის ახალი ფეხბურთელიც. დავით ხოჭოლავა, ამპლუით მცველია და უკრაინის “ჩერნომორეცში” ასპარეზობს.

ჩვენი ნაკრები ამ შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ამის გაკეთებას არც ისე ოპტიმალური შემადგენლობით შეეცდება. ვლადიმერ ვაისის კოლექტივს მთავარი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სულ ახლახანს დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, “სევილიას” მოთამაშემ, გიორგი აბურჯანიამ  ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა. კაპიტანს, ჯაბა კანკავასაც ტრავმა აწუხებს. აქვე გეტყვით, რომ გიორგი პაპუნაშვილი 21 წლამდე ნაკრებში გადაიყვანეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი 6 სექტემბერს ხორვატიას უმასპინძლებს და სწორედ იმ მატჩისთვის სჭირდება მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს “დინამოს” შემტევი.

რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს… ავსტრიის ნაკრებმა ამ ზაფხულზე ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწიელობა და საშინელი შთაბეჭდილება დატოვა: 2 წაგება, 1 ფრე და მეოთხე ადგილი ჯგუფში. ამის შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლიელებები მოხდა. ავსტრიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს: იულიან ბაუმგარტლინგერის სახით.

ავსტრია, ფაქტობრივად, დანაკლისის გარეშე ჩამოვიდა თბილისში. გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან. ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე, დავიდ ალაბაა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომენტში შექმნას რაღაც საფრთხე ქართველთა კართან. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი სპორტსმენები, როგორებიცაა მარკო არნაუტოვიჩი, იულიან ბაუმგარტლინგერი; ასევე, “ლევერკუზენის” 25 წლის მცველი, დრაგოვიჩი. მოკლედ, ამ გუნდს ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული მოთამაშე და, ზოგადად, კოლექტივიც შეთამაშებული და შეკრულია.

გუნდების მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩი წარმატებით ჩავატაროთ. ჩვენს ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ამიტომ ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.”

Vladim-r-Weiss-700x288

“არიან ტარვმირებულები… კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ჩვენთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს, ეს იგივეა, ავსტრია არნაუტოვიჩისა და ალაბას გარეშე რომ იყოს. კაშია ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ რა პოზიციაზე, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, პრობლემები სხვა ნაკრებებსაც აქვთ და შესაძლოა, ხვალ ვერც ავსტრიამ ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით.”

მარსელ კოლერი: ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. დავინახე, რა დიდი სიხარულით შეუდგნენ ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშს. ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ციკლი კარგად დავიწყოთ. ხვალ გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას.”

marcel koller

“საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი გულშემატკივრების წინ, მეტოქე შეუტევს. წინა საკვალიფიკაციო ციკლში, მათ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. ვიცით, რომ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.”

სავარუდო შემადგენლობები

საქართველო: ლორია, ცისკარიძე, ამისულაშვილი, კვერკველია, კაკაბაძე, კაშია, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.

ავსტრია: ალმერი, კლეინი, პრიოდი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგგერი, ალაბა, ბაუმგარტლინგერი, არნაუტოვიჩი, საბიცერი, იუნოზოვიჩი, ჰარნიკი.

 

 

 

 

სუარესი: “მის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია!”

გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე სტარტი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევმა ეტაპმა. ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გოლი ნაკრებში ახალდაბრუნებულმა ლიონელ მესიმ გაიტანა და მის გუნდს მოაგებინა.

მიუხედავად წაგებისა, ურიგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ლეო აქო და განაცხადა, რომ გახარებულია ეროვნულ გუნდში მისი თანაგუნდელის დაბრუნებით.

“მიხარია, რომ ლეოს ისევ აცვია არგენტინის ნაკრების ფორმა. ის ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.”

“სასიამოვნოა, რომ მესი ისევ ითამაშებს ისეთ ტურნირებზე, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მის გარეშე საერთაშორისო შეჯიბრებები და, ზოგადად, ფეხბურთი წარმოუდგენელია!” – განაცხადა ურუგვაელმა თავდამსხმელმა.

 

ზვიად პატარიძე – დღევანდელი დღის მესამე მსოფლიო ჩემპიონი!!!

საფრანგეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო მჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ჩვენი ფალავანი, ზვიად პატარიძე იღებდა მონაწილეობას.

პატარიძემ ფინალამდე სამ მოწინააღმდეგეს მოუგო: ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1, აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ფერენს ალმასს 9-0 სძლია.

ფინალში ქართველი მძიმეწონოსანი თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდა. შეხვედრა არც თუ ისე მარტივი გამოდგა ჩვენი სპორტსმენისთვის, მაგრამ მან გამარჯვება მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო!!!