რამაზ ზოიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

საფრანგეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, რამაზ ზოიძე იღებდა მონაწილეობას.

ზოიძემ პირველი შეხვედრა ლიტველ კრისტუპას სლეივასთან გამართა და 6-4 დაამარცხა. შემდეგ, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი 12-4 გაანადგურა და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 11-1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი  7-5 მოუგო ირანელ მოჰამად მორად ელიასს.

ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იყო. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქე 5-0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

დავით ჩხარტიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

საფრანგეთში გამართულ ჭდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართველი ფალავანი, დავით ჩხარტიშვილი იღებდა მონაწილეობას.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, დავით ჩხარტიშვილი (55) ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ამ ეტაპზე გერმანელი ალექსანდერ გინკი 6-2 დაამარცხა, მეოთხედფინალში იტალიელ იაკოპოს სანდონს 4-2 მოუგო, ნახევარფინალში კი ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე იაპონელი იო ნამბა იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ჩვენებურის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა!

ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიოანტის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდა იუარა

ხუთშაბათს ფიფა-ს აღასრულებელმა კომიტეტმა ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდა იუარა. ამის შესახებ ფიფა-ს აღმასკომის წევრმა ვოლფრანგ ნირსბახმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მიღებულია. აღნიშნულ იდეას მხოლოდ აზიური და აფრიკული კონფედერაციების წევრებმა დაუჭირეს მხარი. რაიმე სიახლის განხილვა აღმასკომის შემდეგ შეხვედრამდე გადაიდო“, – განაცხადა ნირსბახმა.

ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის ორმოცამდე გაზრდას გეგმავს

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუდნთა რაოდენობის ორმოცამდე აპირებს. ამის შესახებ ინფანტინომ „The Associated Press“-თან საუბრისას განაცხადა.

ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება. ინფანტინოს გარდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე ჟერომ შამპანი, აზიური ფეხბურთს კონფედერაციის პრეზიდენტი, შეიხი სალმან ბინ ირრაჰიმ ალ-ჰალიფი, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი მუსა ბილიტი და ყოფილი სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი ტოკიო სეკსვალე იბრძოლებენ.

ბლატერი: „პუტინი პატივისცემას იმსახურებს“

ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც რუსეთში გაიმართება. სიტყვით ბლატერი სპეციალურ საღამოზე გამოვიდა.

„აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. პრეზიდენტ პუტინს დიდ პატივისცემას ვუცხადებ. ცალკე მადლობას რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს ვუხდი, რომელიც აქ ფიფა-ს წარმომადგენელიცაა. რუსეთის ყველა იმ ქალაქის გუბერნატორს მივესალმები, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები შედგება. რუსეთი საუკეთესო ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელსაც მსოფლიო იხილავს“, – განაცხადა ბლატერმა.

პრეკონფერენციაზე ზეპ ბლატერს თავზე ფული დააყარეს (ვიდეო)

ყაზახეთს 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურს

ყაზახეთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ფიქრობენ. კონსულტაციები სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს.

“კონსულტაციებს ქვეყნის ხელმძღავნელებთან ვაწარმოებთ. ჩვენი ეკონომიკა მზადრია, ქვეყანა კი ვითარდება. ამიტომ, მუნდიალზე ფიქრიც სავსებით რეალურია.

ჩვენს გეგმებში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა და შემდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაა” – განაცხადა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ერლან კაჟაგაპანოვმა.

2026 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყანა 2017 წელს დასახელდება.

ფიგუ 2022 წლის მუნდიალის ზამთარში ჩატარებას მხარს უჭერს

ფიფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების იდეა მოსწონს, რის შესახებაც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა. 2022 წლის მუნდიალი მოთამაშეთა და გულშემატკივართათვის ოპტიმალურ პირობებში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ფიგუმ.

ცნობისთვის, მსგავსი კომენტარი დღეს ფრანც ბეკენბაუერმაც გააკეთა.

ბლატერი: „მესის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შეცდომა იყო“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესის დასახელებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

„მე ცოტა გამიკვირდა, როდესაც კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე.

ვთვლი, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ექსპერტებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ათ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, რომელიც ფინალურ მატჩში მონაწილეობდა“, – განაცხადა ბალტერმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. ჯამში კი, ბრაზილიაში ჩატარებულ ტურნირზე მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბლატერი: „ნოემბერ-დეკემბერი 2022 წლის მუნდიალისთვის ჩინებული დროა“

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, ზამთარში ჩატარდეს.

„2022 წლის მუნდიალის ზაფხულში ჩატარება არ შეგვიძლია, ამიტომაც სიტუაციისგან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

ტურნირის ჩატარების საბოლოო თარიღს წლის ბოლომდე გაცნობებთ. ვფიქრობ, 2022 წლის ნოემბერი და დაკემბერი საუკეთესო დრო იქნება.

საერთაშორისო კალენდარზე მუშაობას ვაგრძელებთ. ეს არც ისე ადვილია, თუმცა პლანეტის პირველობა მნიშვნელოვანი ტურნირია“, – განაცხადა ბლატერმა.

პლატინიმ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

„მე „ოქროს ბურთის“ გადამწყვეტ გამოკითხვაში მონაწილეობას არ ვიღებ. თუმცა, ჩემი აზრით, ტიტულის მფლობელი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული უნდა გახდეს.

ასე 2010 წლამდე იყო, როდესაც მუნდიალზე საშუალო დონეზე თამაშის მიუხედავად, „ოქროს ბურთი“ მესის გადაეცა.

შესაბამისად, გამარჯვებული გერმანიის ნაკრების წევრი უნდა იყოს.

ამავდროულად, არც კი ვეჭვობ, რომ მესი და რონალდუ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის არიან“, – განაცხადა პლატინიმ.

ბლატერმა რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე ისაუბრა

ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა 2018 წელს რუსეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო ბოიკოტის შესახებ ისაუბრა.

„დიახ, რუსეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბოიკოტის შესახებ მსმენია. თუმცა, სპორტში ბოიკოტს შედეგი არასდროს მოჰყოლია. მოდით, გეოპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას ველოდოთ.

ჩვენ რუსეთთან მუშაობას ვაგრძელებთ. ამ ქვეყანას სამი კვირის წინ ვესტუმრე და იქ მიმდინარე პროცესების შესახებ რეგულარულ ინფორმაციას ვფლობ“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.

ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.