20 მოთამაშე, რომლის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ნახვა ღირს

გუშინ, ესპანეთში, სტარტი აიღო მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატმა. წარმოგიდგენთ იმ ოც მოთამაშეს, რომლის გამოც პლანეტის მიმდინარე პირველობის ხილვა ღირს.

ნიკოლა ბატიუმი (საფრანგეთი)

Batum

გორან დრაგიჩ (სლოვენია)

Goran

დერიკ როუზი (აშშ)

Derrick Rose

რუდი ფერნანდესი (ესპანეთი)

Rudy

კაირი ირვინგი (აშშ)

Irwing

დემარკუს კაზინსი (აშშ)

DeMarcus

ნენად კრსტიჩი (სერბეთი)

15

ხუან კარლოს ნავარო (ესპანეთი)

Navarro

ლუის სკოლა (არგენტინა)

Luis

ანდერსონ ვარეჟაო (ბრაზილია)

Anderson

ტიაგო სპლიტერი (ბრაზილია)

Thiaggo

ნენე (ბრაზილია)

NENE

ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია)

Bojan

სერჟ იბაკა (ესპანეთი)

Ibaka

მილოშ თეოდოსიჩი (სერბეთი)

Milos

სტეფ კარი (აშშ)

Curry

მარკ გასოლი (ესპანეთი)

Marc

პოლ გასოლი (ესპანეთი)

Paul

ჯეიმს ჰარდენი (აშშ)

James Harden

ბორის დიაო (საფრანგეთი)

Boris Diao

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღის საუკეთესო დანკები

წარმოგიდგენთ ესპანეთში დაწყებული მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი სათამაშო დრის საუკეთესო დანკების ამსახველ ვიდეოს.

ვიაჩესლავ კრავცოვი (უკრაინა)

ლუკა ჟორიჩი (ხორვატია)

რუდი გობერი (საფრანგეთი)

ნიკოლა კალინიჩი (სერბეთი)

რუდი ფერნანდესი (ესპანეთი)

ფიბა-მ დომინიკის რესპუბლიკასთან გამარჯვებულ უკრაინას 50-ქულიანი წაგება ჩაუთვალა?

მოგეხსენებათ, დღეს, ესპანეთში, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. C ჯგუფის პირველ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა დომინიკის რესპუბლიკას 10 ქულით აჯობა.

რამდენიმე წუთის წინ კი, ფიბა-ს ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც უკრაინელთა სასარგებლოდ ანგარიშ 72:62-ს ნაცვლად დომინიკელთა სასარგებლოდ ანგარიშით 72:122 მოგებაა აღნიშნული.

FIBA

მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინისა და ხორვატიის მოგებებით დაიწყო

დღეს, ესპანეთში, სტარტი აიღო საკალათბურთ მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირი B და C ჯგუფის მატჩებით დაიწყო.

B ჯგუფში ხორვატია ფილიპინების ნაკრებს შეხვდა. მოულოდნელად შეხვედრა ხორვატთა მხოლოდ დამატებით დროში გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა მეტოქეს 3 ქულით – 81:78 აჯობეს.

C ჯგუფში უკრაინის ნაკრები დომინიკის რესპუბლიკის გუნდს შეხვდა და 10 ქულით დაამარცხა. საუკეთესო უკრაინელთა რიგებში ნატურალიზირებული ჯეტერი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება დომინიკის რესპუბლიკას, მისი რიგებიდან გარსია გამოირჩა, მისმა მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.

უკრაინა – დომინიკის რესპუბლიკა 72:62 (12:13, 15:14, 21:13, 24:22)

უკრაინა: ჯეტერი (16), კრავცოვი (13 ქ. 7 მ.), გლადირი (12 ქ.), კორნიენკო (9 ქ. 7 მ.)

დომინიკის რესპუბლიკა: გარსია (18 ქ. 4 პ.), სოსა (11), ფელდაინი (10 ქ.)

ადრიან რამოსს ბრაზილიის არ ეშინია

როგორც მოგეხსენებათ, წინა დაპირისპირებაში კოლუმბიამ ურუგვაის 2-0 სძლია.  ამ თამაშიდან გამომდინარე, კოლუმბიელთა ფორვარდს, ადრიან რამოსს სავსებით არ ეშინია ბრაზილიის. მისი თქმით, მათ შეუძლიათ, დაამარცხონ ჩემპიონატის მასპინძელი და ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები.

ადრიან რამოსი ჟურნალისტებთან აცხადებს:

“ჩვენ სავსებით არ გვეშინია ბრაზილიის. მეტიც, ჩვენ გამარჯვებაზე ვითამაშებთ, რადგან  გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხამეს როდრიგესი და კუადრადო.  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რათა წარმატებას მივაღწიოთ”.

 

მესი: „წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატია“

ლიონელ მესიმ ჯგუფურ ეტაპზე თავისი ნაკრების გამოსვლა შეაჯამა.

„ნიგერიასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. საერთო ოცნებისკენ სვლას ვაგრძელებთ. ჩვენ თავისუფალი სივრცის მოძებნა და სახიფათო მომენტების შექმნა მოვახერხეთ. კარგია, რომ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელსაც ბევრი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. ჩემი აზრით, არგენტინა კარგი იყო, მაგრამ მე უფრო მეტი მსურდა.

წინა შეხვედრებში საკუთარ დონეზე ვერ ვითამაშეთ, თუმცა ნიგერიელებთან დაპირისპირების წინ ტაქტიკა შევცვალეთ, რაც საგოლე ეპიზოდების შექმნაში დაგვეხმარა. დაცვაში უკეთესად თამაში უნდა ვისწავლოთ.

საერთოდ კი, იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ბევრი არაპროგნოზირებადი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ არგენტინა ჯერჯერობით თავისი გზით მიდის“, – განაცხადა ლეომ.

იტალიელი მხატვრის მიერ დახატული მსოფლიო თასი

იტალიელმა მხატვარმა მარჩელო ბარენგიმ მხოლოდ უბრალო ფანქრების, ფლომასტერებისა და საღებავების დახმარებით მსოფლიო თასის დახატვა მოახერხა.

მოდრიჩი ასი პროცენტით მზადაა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კამერუნთან შეხვედრის წინ გამოჯანმრთელება მოასწრო.

„ლუკა ასი პროცენტით მზადაა. ვარჯიშებზე იგი კარგად მუშაობდა და არანაირი პრობლემა ჰქონდა. მატჩისთვის მოდრიჩი სრულიად მზად იქნება“, – განაცხადა ორვატთა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა.

„ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი ორივე გუნდისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებას ვაპირებთ“, – დაასრულა სპეციალისტმა.

სირიგუ: „ბუფონი ნაკრების პირველი მეკარეა“

იტალიის ნაკრების მეკარე სალვატორე სირიგუ მსოფლიო ჩემპიოანტზე დებიუტით კმაყოფილი დარჩა და ჯანლუიჯი ბუფონის გამოჯანმრთელების სურვილი გამოთქვა.

„ეროვნულ ნაკრებში თავის განსაკუთრებულ როლზე არასდროს ფიქრობ, უბრალოდ, გიხარია, რომ მსგავს ტურნირში მონაწილეობ.

აქ ბუფონის შეცვლაზე არ ვფიქრობ. ჯანლუიჯი იტალიის პირველი მეკარეა, იგი ჩვენთვის ფეხბურთელზე მეტია.

ჩვენს შორის ბრძოლა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მაისურით თამაში გამიხარდა. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა კოსტა-რიკას წინააღმდეგ, თუმცა ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ჯიჯი გამოჯანმრთელება და კარში ჩადგება“, – განაცხადა სირიგუმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეტო’ო ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს

კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო.

გამოსაჯანმრთელებლად გამოცდილ მოთამაშეს დაახლოებით ათი დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტვებს.

ცნობისთვის, 19 ივნისს კამერუნის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, ხოლო 24 ივნისს ფოლკერ ფინკეს გუნდი ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კამერუნი მექსიკასთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ახალმა ვიდეოტექნოლოგიამ შედეგი გამოიღო (ვიდეო)

გოლის დაფიქსირების ახალი ვიდეოტექნოლოგია საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის მატჩში მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

ჰიტცფელდი: „ჩემი ნაკრებით ვამაყობ“

შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა ეკვადორთან ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩემი გუნდით ვამაყობ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ზეწოლა ძალიან დიდია.

ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მოეთმინათ და ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა თამაშში დაბრუნებულიყვნენ.

თავდაჯერებულობისთვის ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია. რა თქმა უნდა, ეს მოგება ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა ჰიტცფელდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი