ოფიციალურად: “მიდლსბრომ” “ჩელსის” ფეხბურთელი გაიფორმა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერ ლიგის გუნდმა, “მიდლსბრომ” ინგლისის 23 წლამდე ნაკრების და უკვე “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, პატრიკ ბემფორდი გაიფორმა.

ბემფორდი “არისტოკრატებს” 2012 წელს “ნოტინგემ ფორესტიდან” კი შეუერთდა, მაგრამ ლონდონელებმა იგი მაშინვე გაანათხოვრეს. იგი ამ სტარანსფერო ფანჯარამდე 6-ჯერ იყო გუნდიდან იჯარით გაშვებული. ბოლოს 23 წლის შემტევი “ბარნლიში” იმყოფებოდა. მიმდინარე სატარანსფერო ფანჯარაზე “ჩელსიმ” იგი დაიბრუნდა და “მიდლსბროში” გაყიდა.

აქვე გეტყვით, რომ 2014-2015 წლებში ბრემფორდი “მიდლსბროშიც” იყო განათხოვრებული. მან 40 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ინგლისელმა აღნიშნულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.