დღეს პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მათგანში “სტოკ სიტი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლები ხუან მატას ავტოგოლით (მე-19 წთ.) დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დამატებით დროში უეინ რუნიმ შესანიშნავი ჯარიმის წყალობით “მანჩესტერელებს” ქულა გადაურჩინა. მან უკვე 250-ე გოლი გაიტანა “წითელი ეშმაკების” მაისურით. უეინმა ბობი ჩარლტონის მიღწევა (249 გოლი) გააუმჯობესა. გარდა ამისა, მან პრემიერ ლიგის გასვლით შეხვერდაში 88-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
გუნდის მთვარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელი შეაქო.
“რუნიმ შესანიშნავი რეკორდი დაამყარა და ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ლეგენდაა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს მიღწევა უკავშირდება არა მარტო ინლგისის, არამედ მთლიანად მსოფლიოს უდიდეს კლუბს.”
“რუნიმ სერ ბობი ჩარლტონსაც გაუსწრო. 40 წლის შემდეგ ეს პირველად მოხდა. ეს ფაქტიც მეტყველებს, რამხელა ფეხბურთელია უეინი.”
“ეს ორი გუნდის დაპირისპირება იყო. თავიდან ორივე ცდილობდა გატანას და მოგებისგენ წასვლას, თუმცა 25 წუთის შემდეგ ერთი მათგანი უტევდა, მეორე თავს იცავდა. სხვათა შორის, “სტოკის” ფეხბურთელები ამას შესანიშნავად აკეთებდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი რუნიმ გადაწყვიტა. ის მატჩის გმირად მოგვევლინა,” – განაცხადა მოურინიომ.