“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ პორტუგალიელი ფორვარდის, გონსალო გედეშის ტრანსფერს.
20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აქამდე “ბენფიკას” ღირსებას იცავდა, უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება პარიზში და კლუბთან 4,5-წლიანი კონტრაქტის გააფორმა.
გედეშმა საერთო ჯამში 39 მატჩი ჩაატარა “ბენფიკას” მაისურით, 5 გოლი გაიტანა და ოთხი ტიტულიც მოიგო.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთ დიდ კლუბში თამაშის შანსი რომ მომეცა. აქ, უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება, რაც წინსვლის საშუალებასაც მომცემს,” – აცხადებს ის.