ქუთაისის “ტორპედომ” ახალწვეულებთან ერთად ვარჯიში განაახლა

დღეს, სამწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის “ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალი სეზონისთვის მზადება ტარიელ ხაინდრავასთან, მიხეილ სარდალიშვილთან და ბიძინა მახარობლიძესთან ერთად დაიწყეს.

მიხეილ სარდალიშვილი საჩხერის “ჩხურადან” შეუერთდა გუნდს. რაც შეეხება ხაინდრავას, რომელსაც “ტორპედოში” ნათამაშები აქვს, მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდს დღეს შეუერთდა.

მახარობლიძემ კი, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

ტარიელ ხაინდრავა გორის “დილაში” ვარჯიშობს

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ტარიელ ხაინდრავა გორის “დილაში” ვარჯიშობს. ამის შესახებ იმერელთა ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

21 წლის მეკარე 2015 წლიდან “ტორპედოს” საკუთრება იყო. იგი სწორედ ამ დროიდან “რუსთავსა” და “სამგურალში” იჯარის წესით თამაშობდა. იანვარში კი კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ახალაგაზრდა სპორტსმენმა იმერული გუნდი დატოვა. ამჟამად ტარიელი გორულ კლუბში ვარჯიშობს და, სვარადაუდოდ, მასთან კონტრაქტსაც გააფორმებს.

დიდი ალბათობით, ხაინდრავა იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც ებრაელ ინვესტორებს ახალ მწვრთნელთან ერთად უნდათ.