“ჰოფენჰაიმის” მთავარმა მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, მადრიდის “რეალმა” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, თუმცა მალევე უარი მიიღო. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბლანკოსი” 30 წლის გერმანელ სპეციალისტში ზინედინ ზიდანის შემცვლელს ხედავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ნაგელსმანის გეგმებში გერმანიის დატოვება არ შედის.
მიმდინარე სეზონში ნაჩვენები კარგი თამაშით ნაგელსმანმა ზედიზედ მეორედ გაიყვანა “ჰოფენჰაიმი” ჩემპიონთა ლიგაზე (გასულ ჯერზე ნაგელსმანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “ლივერპულთან” დამარცხდა).
შეგახსენებთ იმასაც, რომ “რეალში” მუშაობაზე უარი გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იოაჰიმ ლიოვმაც განაცხადა. ამჟამად მადრიდელები მაურისიო პოჩეტინოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.