გრიზმანი სუპერმენს გაახმოვანებს

მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ანიმაციურ ფილმ “ლეგო ბეტმენის” გახმოვანებასი მიიღებს მონაწილეობას.

ფილმის ფრანგულ ვერსიაში გრიზმანი სუპერმენს გაახმოვანებს. კიდევ ერთ გამხმოვანებლად “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი მოგვევლინება, რომელიც ფლეშს გაახმოვანებს.

“ლეგო ბეტმენის” ჩვენება საფრანგეთის კინოთეატრებში 2017 წლის 8 თებერვლიდან დაიწყება.