“მარაკანა” დავალიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ბრაზილიის ყველაზე ცნობილი არენა “მარაკანა” ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

“ინდეპენდენტის” ცნობით, სტადიონზე ელექტროენერგია დავალიანების გამო გათიშეს. წყაროს თანახმად, ელექტრომომარაგების გადასახადი 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გადახდილა. დავალიანებამ დაახლოებით 900 ათასი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი სწორედ “მარაკანაზე” შედგა.