პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები ჭარბობენ

GOAL.COM-მა პრემიერ ლიგის მერვე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა დიდი სიმპათია დაიმსახურეს ინგლისური გამოცემისგან, რადგან 4 მოთამაშე სწორედ ამ გუნდიდანაა.

მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
მცველები: ჯო გომესი, ჟოელ მატიპი (ორივე “ლივერპული”), დაინსონ სანჩესი (“ტოტენჰემი”), მარტინ უოლსონი (“სუონსი”).
ნახევარმცველები: სტერლინგი, ფერნანდინიო, დე ბრუინი (სამივე “მანჩესტერ სიტი”), ვილფრიდ ზაჰა (“კრისტალ პალასი”).
თავდამსხმელები: გაბრიელ ხესუსი (“მანჩესტერ სიტი”), ტემი აბრახამი (“სუონსი”).

ჯო გომესმა “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მერსესაიდის “ლივერპულის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბის 19 წლის მცველმა, ჟო გომესმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნახსენები ხელშეკრულების თანახმად, ინგლისელი სპორტსმენი გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აქვე გეტყვით, რომ გომესი “ლივერპულში” 2015 წლის ზაფხულზე მოვიდა.

კლოპმა დღეს პერსპექტიულ ფეხბურთელზე ისაუბრა: “ის ჩვენი საჩუქარია. გომესი სულ მალე “ლივერპულის” დაცვის ერთ-ერთი წაყვანი ფიგურა გახდება. მას აქვს ყველაფერი, რაც საუკეთესო მცველად გახდომისთვის ფეხბურთელს სჭირდება. ჟო როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად უძლიერესია. ის დიდი შრომის შედეგად, ძალიან ბევრს მიაღწევს,” – განაცხადა კლოპმა.