კლემან გრანიე “რომაში” ითამაშებს

“ლიონისა” და საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კლემან გრანიე კარიერას “რომაში” გააგრძელებს.

26 წლის ფრანგი ფეხბურთელი უკვე იტალიის დედაქალაქშია, სადაც შაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კლემან გრანიე “რომაში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.