ჩაქს ანეკემ ყუმბარისებური დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის პირველ ლიგაში “პიტერბოროსა” და “მკ დონსს” შორის გამართულ მატჩში სტუმართა ნახევარმცველმა  ჩაქს ანეკემ დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით ლამაზი კი მეორე გოლი გამოუვიდა. 23 წლის ფეხბურთელმა უცაბედი ყუმბარისებური დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაგზავნა. საბოლოო ჯამში, მატჩი “მკ დონსის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.