“სადიო დაბრუნდა!” – “ლივერპულის” ფანები სენეგალის მარცხმა განსაკუთრებულად გაახარა

“ლივერპულის” ფანები, რომელთა გუნდიც ბოლო დროს (მას შემდეგ, რაც მანე ნაკრებს შეუერთდა) საშინლად გამოიყურება და მოსაგებ მატჩებს ძალიან ადვილად თმობს, სადიო მანეს ნაკრების, სენეგალის აფრიკის ეროვნებათა თასიდან გამოვარდნამ ერთობ გაახარა.

როგორც იცით, “საუთჰემპტონის” ექს-შემტევი, სადიო მანე აფრიკაში წასვლამდე “წითლების” მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. მისმა არყოფნამ კი მერსესაიდულ გრანდზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. თუმცა, ის უკვე მიემართება “ენფილდისაკენ”…


“ლივერპულის” ოფიციალურმა გვერდმა მანეს თანაგრძნობა გამოუცხადა განცდილი მარცხის გამო, თუმცა კლუბის ფანებს ამ გრძნობის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარათ, რაც გასაკვირი არც არის.







“ისე იქცევით, თითქოს არ გიხაროდეთ …”