კლოპს რომას ახალგაზრდა ნახევარმცველი სურს

სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ირკვევა, რომ “ლივერპულისა” და “რომას” ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა კონტაქტი ტრანსფერის თაობაზე. ინგლისელების შეთავაზება 22.5 მილიონ ევროს (+ 4 მილიონი ევრო ბონუსად, პარედესის წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში) შეადგენს. “ლივერპულის” ბოსებს ჯერ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

აქვე გეტვყით, რომ რომაელებს ძალიან სურთ “ატალანტას” ნახევარმცველის, ფრენკ იანიკ კესიეს შეძენა. 20 წლის ფეხბურთელს მისი კლუბი იაფად ნამდვილად არ გამოუშვებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნება, თუ პარედესის სარფიანად გაყიდვით, “რომა” კესიეს შეიძენს.

ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოხდეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე 2 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი.